ავტორი:

"სააკაშვილი არის რეციდივისტი" - ანრი ოხანაშვილი

"სააკაშვილი არის რეციდივისტი" - ანრი ოხანაშვილი

"სააკაშვილი არის რეციდივისტი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივად შეიძლება ეს ტერმინი გამოიყენონ, რადგან დანაშაულის შემდეგ, რომელზეც სააკაშვილი მსჯავრდებულია, სავარაუდოდ, ახალი დანაშაული ჩაიდინა, როცა ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კრიზისს არ ქმნის.

"იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი, ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის და არანაირი კავშირი ამას სასამართლო რაზე იმსჯელებს ან უკვე გამოტანილ განაჩენთან არ აქვს, უკვე დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, სამართლებრივად ასეა. ერთხელ ჩადენილია დანაშაული, რაზეც არის პასუხისგებაში მიცემული, ამის შემდგომ კიდევ ჩაიდინა მან სავარაუდოდ ახალი დანაშაული,"- განაცხადა ოხანაშვილმა.