ავტორი:

"გიკვირთ,  რატომ არ მოდის პარლამენტში ვინმე,  როცა მათ მიმართ უზრდელობის მეტს არაფერს ავლენთ?!" - კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს

"გიკვირთ,  რატომ არ მოდის პარლამენტში ვინმე,  როცა მათ მიმართ უზრდელობის მეტს არაფერს ავლენთ?!" - კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს

"გიკვირთ, რატომ არ მოდის პარლამენტში ვინმე, როცა მათ მიმართ უზრდელობის მეტს არაფერს ავლენთ?!" - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციონერ კოლეგა სალომე სამადაშვილს, რომელმაც იმის შესახებ ისაუბრა, რომ საპარლამენტო კომიტეტებში დაბარებული მინისტრები არ მიდიან.

სამადაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მუდმივად ხდება ოპოზიციის მოთხოვნების იგნორირება.

"ჩვენმა ფრაქციამ სხვადასხვა კომიტეტში ოთხი მინისტრი დაიბარა. დღეს კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ 4 000-ზე რომ ავიდა და 40 ადამიანი დაიღუპა, არ თვლით, რომ ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე უნდა მოვიდეს? ან საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაუგებარ ფორმატებში საქართველოს მიერთებაზე გვესაუბრება, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე არ უნდა მოვიდეს? ეკონომიკის მინისტრი კომიტეტში არ უნდა მოვიდეს, როცა ფასების ასეთი ზრდა ბოლო 15-წლის მანძილზე არ ყოფილა და ჩვენი თანამოქალაქეები ფაქტობრივად მშიერი დარჩნენ? რისთვის არსებობს პარლამენტი და მისი კომიტეტები, როცა თქვენი მთავრობის წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ თვლიან პარლამენტში მოვიდნენ და პასუხი იმ კითხვებს გასცენ, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ“, - მიმართა კახა კუჭავას სალომე სამადაშვილმა.

თავის მხრივ, კუჭავამ განაცხადა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მინისტრები კომიტეტებზე მივლენ.

"იმედია, ეს კონსტრუქციული ფორმატი იქნება და არა ის, რაც წინა შემთხვევაში მოხდა, როცა მინისტრი მოიწვიეთ და შემდეგ სხდომა მიზანმიმართულად ჩაშალეთ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.