ავტორი:

"ვიკვლევთ "მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და რომელ რეგიონებშია  კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

"ვიკვლევთ "მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და რომელ რეგიონებშია  კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 100% "დელტა“ შტამია.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ცენტრი ახლა "მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს იკვლევს.

"ვიკვლევთ "მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, გვინდა გამოვრიცხოთ, ხომ არ გვაქვს საქმე ახალ შტამთან, ამიტომ ვიკვლევთ. ჯერ "დელტაა“ ყველა. ყველა PCR კვლევით ამოდის "დელტა“ შტამი და ქვეყანაში რაც ცირკულირებს, ჯერჯერობით, 100% "დელტა“ შტამია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

  • მისივე თქმით, ინფიცირების დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ, ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი.

"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკვე დავიწყეთ ვირუსის პიკისკენ წინსვლა. 4700 დაგროვილი შემთხვევებიც არის, დიდი ალბათობით ხვალ ეს მონაცემი ნაკლები იქნება, მაგრამ ვიქნებით 3000-4000 შემთხვევის ფარგლებში. ყველაზე ნაკლები შემთხვევათა რაოდენობა 100 000 ადამიანზე გადათვლით გვაქვს აჭარასა და თბილისში. აცრის მაჩვენებლით უკვე მივუახლოვდით 60%-იან თამასას თბილისში და ასევე საკმაოდ მაღალი გვაქვს აჭარაში. დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ, ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.