Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით. გამოვლენილია ვირუსის 4774 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37ადამიანი. დღითიდღე იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებლი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათის მაჩვენებლით 6 817 ადამიანი აიცრა. შექმნილ ვითარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა ალერგოლოგ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
"ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!
ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!
შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!" - წერს ექიმი.