ავტორი:

რატომ ამზადებენ სამეგრელოში "ხურმის ფარდებს“ და საიდან მოდის  შემოდგომის ულამაზესი ტრადიცია

რატომ ამზადებენ სამეგრელოში "ხურმის ფარდებს“ და საიდან მოდის  შემოდგომის ულამაზესი ტრადიცია

ხურმა აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება და აქვს 200–მდე სახეობა. მიუხედავად იმისა რომ ტკბილია, არის დაბალკალორიული პროდუქტი, 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს.

ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში.

ხურმის მიღება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერ სტაფილოკოკს. მასში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს. ასევე, ხურმა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ალბათ, ყველა ჩვენგანს უნახავს შემოდგომაზე, ხურმის ფარდებისგან დაფარული სახლები. ულამაზესი და თან ძალიან მიმზიდველი, როდესაც ვეღარ არჩევ გირჩევნია მისი ცქერით დატკბე, თუ რაც შეიძლება სწრაფად მიირთვა.

  • გთავაზობთ ინტერვიუს სამეგრელოდან, დიასახლისთან, რომელიც ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს და ფარდას ახდის მთელ საიდუმლოებებს....

- გამარჯობა, მაკა, პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას. შეგიძლიათ გვითხრათ, როდიდან მოდის ხურმის ჩირების მომზადების ტრადიცია?

ჩირების დამზადების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის, მახსოვს დიდი ბებია როგორ ამზადებდა და სულმოუთქმელად ველოდებოდი დაგემოვნებას. ტრადიციას დღესაც აგრძელებენ სამეგრელოში, წლის ამ პერიოდში ერთი დიდი სანახაობაა სოფელში გასეირნება, სადაც მიყოლებით ყველა სახლში ხურმის ჩირები ფარდებად კიდია.

განაგრძეთ კითხვა