ავტორი:

რომანტიკული ფოტოსესია მზის ჩასვლის ფონზე - რა ფოტოებს აქვეყნებს კალიფორნიიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა?

რომანტიკული ფოტოსესია მზის ჩასვლის ფონზე - რა ფოტოებს აქვეყნებს კალიფორნიიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის  მეგობარი გოგონა?

წელიწადზე მეტია, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ყოფილ მეუღლე ნეკა დოროყაშვილს შორის სკანდალი გრძელდება. წყვილის სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ რამდენიმეჯერ გაიმართა, თუმცა საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი.

მას შემდეგ, რაც წყვილის განქორწინებისა და სასამართლო დავის შესახებ ოფიციალურად გაცხადდა, მედია წერდა, რომ დოროყაშვილმა მას შედეგ უჩივლა ყოფილ ქმარს, როდესაც გაიგო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა.

გერმანელი ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენა ჩოგბურთელმა პირველად სამშობლოში პანდემიისას ჩამოიყვანა. სპორტსმენი ქალი თვეებია უკვე აქტიურად ჩანს ბასილაშვილის ცხოვრებაში. პერიოდულად "ინსტაგრამზე" ისტორიებში საყვარელი მამაკაცის თამაშებიდან მოკლე ვიდეოებსაც აქვეყნებს.

ამჯერად რომანტიკული ფოტოსესია კალიფორნიიდან გამოაქვეყნა. ამ ამბავს წინ უძღვოდა ნეკა დოროყაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება. ქალმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ მის "სთორებს“ არეპორტებენ, რის შესახებაც გერმანულ ენაზე მოუვიდა გაფრთხილება.

"მკითხეს, ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, ვინც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი "ინსტაგრამის" სთორების ყურების მეტი საქმე არ აქვს - არ ვიცი, ვინ არის. ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“, - ამბობდა დოროყაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შარლოტა ჰელენა გერმანელი სპორტსმენია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა. ჩოგბურთელი კი სასამართლო დარბაზიდან ასი ათასიანი გირაოს გადახდის შემდეგ არის გათავისუფლებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.