ავტორი:

"სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის შესწავლის  მიზნით,  ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ" - რა ინფორმაციას ავრცელებენ ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის შესწავლის  მიზნით,  ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ" - რა ინფორმაციას ავრცელებენ ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია - ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშუaლება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები, მიხეილ სააკაშვილი გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე ჰქონდა კიდევ უფრო გამძაფრებული აქვს.

"მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება და დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები, გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა კიდევ უფრო გამძაფრებულია, საუბარია გადაადგილების სირთულეზე, საუბარია მოტორიკის ცვლილებაზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევი პრობლემაა.

უნდა ითქვას, რომ მიშა მორალურად არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის ”ნაციონალური მოძრაობის" აქცია - ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშუaლება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არ არის მართლმსაჯულების საკითხი, ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ეს არის მიუღებელი, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში. ხვალ ხალხის სიმრავლეს და ხალხის მკაფიო ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ბასილაიამ.

  • ამასთან, სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ.

"არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაერთონ ეს ექიმები. უბრალოდ მნიშვნელოვანია, მისი პირადი ექიმის ვიზიტი სასჯელაღსრულებაში. კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, არავის არაფერი დასამალი არ აქვს. ის მორალურად არის ძალიან მხნედ. სპეკულაციები ის უფრო არის, როდესაც რაღაც ექიმების ჯგუფზე ვსაუბრობთ, როდესაც მის პირად ექიმს არ ეძლევა მონახულების საშუალება. სპეკულაციები, რომ თავიდან ავირიდოთ, თანახმაა მაგრამ, მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან", - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.