"მესმის იმ ადამიანების ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე", - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"მესმის იმ ადამიანების, ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება, ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი, ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს ვიზუალური კონტაქტი მეტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი რეალური რისკი ჯანმრთელობის გაუარესებისა სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს, მითუმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის ციხეშია მოთავსებული და უკვე მეცამეტე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ფეხები დაუსივდა და გადაადგილება უჭირს.