ავტორი:

"სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ" - დმიტრო კულება

"სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ" - დმიტრო კულება

"უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება", - "უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით მიხეილ სააკაშვილთან, ადვოკატებს აქვთ მასთან წვდომა, კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა,“- აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობს და არჩევს ალგორითმებს, რომლის გამოყენებაც მოხდება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ, და ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მოგაწვდით ინფორმაციას ", - აღნიშნა კულებამ.