ავტორი:

"საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ" - რას ამბობს ევროპარლამენტარი მოსმენებთან დაკავშირებით

"საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ" - რას ამბობს ევროპარლამენტარი მოსმენებთან დაკავშირებით

"არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა "ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა.

"ეს ძალიან შემაშფოთებელია, არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა.

ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას, საჭიროა ფოკუსირება იმაზე თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არ არის რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს, ასევე, აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს,“- განაცხადა მაიკლ გალერმა.