ავტორი:

"კახეთის კოვიდკლინიკებში ადგილები თითქმის აღარ არის... პიკს მივაღწიეთ" - უკავშირდება თუ არა რეგიონში არსებული კოვიდაფეთქება რთველს?

"კახეთის კოვიდკლინიკებში ადგილები თითქმის აღარ არის... პიკს მივაღწიეთ" - უკავშირდება თუ არა რეგიონში არსებული კოვიდაფეთქება რთველს?

დადებითობის მაჩვენებლით საქართველოს მასშტაბით კახეთია რეგიონი პირველ ადგილზეა. კორონავირუსის რეკორდული ზრდის გამო, ბოლო რამდებიმე დღეში რეგიონის 6 საჯარო სკოლა და 75 კლასი ონლან რეჟიმზე გადავიდა, ხოლო 39 სააღმზრდელო დაწესებულება დაიკეტა.

"კახეთში ყოველდღიურად უარესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. გუშინ და დღეს პიკს მივაღწიეთ. ნახტომისებური მატება გვაქვს ინფიცირების. ყველაზე მეტი შემთხვევები გვაქვს თელავის მუნიციპალიტეტში, შემდეგ გურჯაანში. სხვა მუნიციპალიტეტებშიც გვაქვს ზრდის მაჩვენებელი.

ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. კახეთის კოვიდჰოსპიტალებში თითქმის არც ერთი ადგილი აღარ არის. ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ.

იცით ეს რასთან არის დაკავშირებული - ეს დაკავშირებულია ყველა იმ აქტივრობასთან, რომელიც ახლავს შემოდგომას აკხეთში, ეს გახლავთ სტუმრები, შიდა ტურიზმი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სარიტუალო ღორნისძიებები - რთველი, მოსავლის აღება... რამაც ძალიან მკვეთრად გამოიწვია მობილობის გაზრდა.

ასევე არ ხდებოდა რეგულაციების დაცვა. ადამიანებმა ხელი აიღეს რეგულაციების დაცვაზე. ამან მოგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით" - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.