იჩქერიის (ჩეჩნეთის მიერ არაღიარებული რესპუბლიკა) მთავრობის ყოფილი წევრის, ახმედ ზაკაევის მომხრე, რუბათი მიცაევა ჩეჩენთში ჩამოსვლის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდა. რუსი პოლიტოლოგის ალექსეი მალაშენკოს მოსაზრებით, მისი დაბრუნება, შესაძლოა, კადიროვისთვის სასარგებლოც კი იყოს.
kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, დაახლოებით ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ ახმატ კადიროვის ხსენებისთვის, ზაკაევს ცეცხლში დაწვა არ ასცდებოდა... მისი ქვეშევრდომი, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი კი ახმედ ზაკაევს მოუწოდებდა, შეეწყვიტა ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკა, თორემ ეს მის ნათესავებს კარგად არ მოუბრუნდებოდათ.
6 ოქტომბერს, ახმედ ზაკაევის თანამოაზრემ, რუბათი მეცაევამ, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს, რამზან კადიროვს სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა.
ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ მისი დაბრუნება ძალან კარგი იქნებოდა. სხვების თქმით, დღეს მიცაევას, ხვალ კი, მათი დანარჩენი თანამოაზრეების დაბრუნებით, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის იდეა სამუდამოიდ ჩაკვდება.
რუსული მედიის ცნობით, რუბათი მიცაევა, წლების განმავლობაში, გერმანიაში, ახმედ ზაკაევის წარმომადგენლად იყო ცნობილი. მას ინტერნეტ გვერდი ჰქონდა, სადაც ჩეჩნური დიასპორისთვის თავის მოსაზრებებს ავრცელებდა.
ბოლო ხანებში მიცეავამ არაერთხელ დაწერა, რომ მისი ტელეფონიდან პერსონალური მონაცემები მოიპარეს და მისი სახელით უამრავ რამეს წერენ.
"უამრავ საძაგლობას წერენ ჩემს შვილებზე, ჩემზე. ჩემი სახელით ავრცელებენ "ფეიკ ნიუსებს", თითქოს მე ჯერ კიდევ ვეხმარები ჩეჩნებს რუსეთში" - ამბობს დევნილი ქალი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.
მისი თქმით, ჩეჩნეთში დაბრუნება ჯანმრეთელობის მდგომარეობის გამო სურს, თუმცა საბოლოო გადაწვეეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
"ახალგაზრდა აღარ ვარ, თან არც ისე ჯანმრთელი და სამშობლოში დაბრუნება მსურს. ჩემი მშობლების, ძმების, ნათესავების საფლავებს მოვინახულებ. 1994 წლიდან ახლობლების და ნათესავების გარეშე ვცხოვრობ. ასე რომ, ეს ჩემი სურვილია, არავის აქვს უფლება დამიშალოს. მით უფრო, რომ კარგა ხანია, პოლიტიკას ჩამოვშორდი. იჩქერიის მთავრობიდან ერთი წლის წინ წამოვედი, რადგან ახმედ ზაკაევს არაერთი ადამიანი სთხოვდა ჩემს გაგდებას. როდესაც ამის შესახებ გავიგე, ჩემი ნებით წამოვედი... მე სკანდალური ქალი ვარ და სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ლავირება არ შემიძლია, ყველაფერს პირდაპირ ვამბობ. თავისუფალი პენსიონერი ვარ, პენსიის გარეშე. წავედი, იმიტომ, რომ სხვები ახმედ ზაკაევის გარშემო გაერთიანდნენ. მე მათ მხარს არასდროს დავუჭერ, რადგან არასდროს ვემხრობოდი რადიკალიზმს. იმედი მაქვს, ჩემს იჩქერიაში მათი ადგილი არ იქნება" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ახმედ ზაკაევი იჩქერიის რესპუბლიკის კუტლურის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე ჩეჩნეთის მეორე ომის აქტიური მონაწილე იყო. 2002 წლიდან დევნილობაში ცხოვრობს ლონდონში. ადგილობრივების თქმით, კადიროვი მას ჩამოსვლის უფლებას მისცემს. შესაძლოა, არც კი შეიმჩნიოს, თუმცა, ყველამ იცის, რომ მიცაევას მშვიდად ცხოვრების უფლება არ ექნება.
"არ მგონია, ეს თავად მიცეაევამ არ იცოდეს, თუ როგორ ნადირობს კადიროვი ოპონენტებზე. ქალბატონი გაბრაზებული ჩანს და ეს ძალიან კარგია პატარა მეფისთვის. სულ მალე ვიხილავთ პატარა სერიებს, სინამდვილეში, თუ როგორ ცდილობდნენ იჩქერიის მთავრობის წევრები ჩეჩნების გენოციდს, რადგან ყველამ იცოდა, რომ რუსეთის პირისპირ და მის გარეშე არსებობის შანსი არ ჰქონდათ... ასე ხდება, როდესაც პირადი წყენების მსხვერპლი ვხვდებით. წინასწარ ველი სკანდალებს..." - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.
"მისი დაბრუნება კადიროვის პლუსი იქნება - ის იტყვის, აი ხალხი, რომელიც ჩემს წინააღმდგე იბრძოდა, არ მეთანხმებოდა, დაბრუნდა, მაგრამ მე მას კარგად ვექცევი, რადგან მათთვის ყველაზე მთავარი სამშობლოაო. მათთვის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ჩეჩნეთია. სეპარატიზმი დასრულდა. ჩეჩნეთი კი, ისევ რუსეთის ნაწილიაო.. ეს იქნება კადიროვის თავდაპირველი პოზიცია" - ამბობს ალექსეი მალაშენკო.