ავტორი:

თავდასხმა მშვილდ-ისრით - რა მოხდა ნორვეგიის ქალაქ კუნგსბერგში, სადაც 5 ადამიანი მოკლეს

თავდასხმა მშვილდ-ისრით - რა მოხდა ნორვეგიის ქალაქ კუნგსბერგში, სადაც 5 ადამიანი მოკლეს

ნორვეგიის ქალაქ კუნგსბერგში, მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და 2 დაჭრა. მომხდარი დაადასტურა ნორვეგიის პოლიციამ, რომელმაც თავდამსხმელი უკვე დააკავა.

სამართალდამცავთა თქმით, ადგილობრივი დროით 18 საათიდან, პოლიციაში შევიდა რამდენიმე შეტყობინება, რომ ქალაქის ცენტრში შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული. ქალაქის პლიციით უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვთ კითხვებზე პასუხი, რადგან გამოძიება ახალი დაწყებულია. მისივე თქმით, თავდამსხმელი, რომელიც დაკავებულია, მოქმედებდა მარტო. თავდამსხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მისი ტერაქტად კვალიფიცირებაც ამ ეტაპზე ჯერ არ მომხდარა, თუმცა სამართალდამცავები ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

თავდასხმიდან ცოტა ხანში, ნორვეგიის პოლიციის განყოფილებამ თანამშრომლებს ქვეყნის მასშტაბით უბრძანა, ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი. მოგეხსენებათ, როგორც წესი, პოლიციელები ნორვეგიაში, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ცეცხლსასროლ იარაღს თან არ ატარებენ.