ავტორი:

"როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“ - რა განაცხადეს ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტებმა სააკაშვილზე?

"როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“ - რა განაცხადეს ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტებმა სააკაშვილზე?

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს არ მოაწერენ.

"რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა ქვეყნის ინტერესები. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა... ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

"სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მხოლოდ წყალობა არ არის ის, რაც არის სიკეთე. რაც შეეხება სააკაშვილს, პოლიტიკურ აფერისტებსა და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ. პეტიციაზე ხელმოწერას არ ვაპირებ“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.