ავტორი:

სამეგრელოდან მომავალ ავტოკოლონას სამტრედიაში "ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და გზა გადაუკეტეს

სამეგრელოდან მომავალ ავტოკოლონას სამტრედიაში "ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და გზა გადაუკეტეს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელოდან მიმავალ ავტოკოლონას სამტრედიაში "ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და გზა გადაუკეტეს. წითლიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები.

"სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები: თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

მოგვიანებით ანა წითლიძემ დაწერა, რომ კოლონები უკვე დაიძრა.