"გეტყვით ხუმრობით - თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მის სავარაუდო გადადგომას ეხებოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე განმარტება "ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა.
"იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით- თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?“- განაცხადა ღარიბაშვილმა.