რუსთავის ციხეში, სასჯელაღსრულების მეჩვიდმეტე დაწესებულებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სასადილოს ტერიტორიას.
კადრებიდან ჩანს ძლიერი დაკვამლიანება. ტერიტორიაზე შესულები არიან მეხანძრე მაშველები.
ამ დროისთვის დამატებით ინფორმაცია ცნობილი არ არის და უცნობია, საჭიროა თუ არა პატიმრების ევაკუაცია.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის დაწესებულება, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაშია მოთავსებული.