ავტორი:

პრინცი უილიამი: "სხვას კი ნუ ეძებთ, აღადგინეთ ეს პლანეტა"

პრინცი უილიამი: "სხვას კი ნუ ეძებთ, აღადგინეთ ეს პლანეტა"

კემბრიჯის ჰერცოგმა, პრინცმა უილიამმა ინტერვიუში, რომელიც BBC -ის ეთერში სრულად დღეს საღამოს გადაიცემა, მიმართა მსხვილ მეწარმეებს და მოუწოდა, გამოიყენონ თავიანთი რესურსები დედამიწის პრობლემების გადასაჭრელად და არა კოსმოსის ათვისების შეჯიბრში მონაწილეობისთვის. "სხვას კი ნუ ეძებთ, აღადგინეთ ეს პლანეტა", - განაცხადა უილიამმა.

ეს პრინცის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა იქნება მისთვის Earthshot Prize -ის პრემიის გადაცემის წინ, რომლის ცერემონიალიც ამ უქმეებზე გაიმართება.

"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების მომავალს", - ამბობს უილიამი ვიდეოფრაგმენტში, რომელიც ანონსის სახით გავრცელდა.