ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი გიგი უგულავა, რომელსაც ერთი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, აქციაზე მივიდა.
როგორც მან აქციაზე შეკრებიულებს მიმართა, იქ მისვლის უფლება ექიმებმა მისცეს. უგულავამ მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ივანიშვილის პირადი პატიმარია.
"მადლობა ექიმებს, რომ მომცეს აქ მოსვლის საშუალება. არ შემეძლო დღეს აქ არ მოვსულიყავი. მეგობრებო, რუსთავისკენ ქარი ქრის, ამიტომ თქვენი ხმაური და ხმა გავაგონოთ მთელ საქართველოს.
სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, გამარჯვება სულ გვერდზე ჩაივლის. მეგობრებო სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, არ დავიჯერეთ. ბევრი ფიქრობდით, რომ ეს ტყუილია, ვამბობდით რომ ეს ბლეფია... მაგრამ მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა.
მე ვარ ამაყი როგორც არასდროს, რომ მე ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანისა და მეგობრის მიმართ. მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება.
ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს ის ჩვენზე მეტად თავისუფალია! ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! იმიტომ რომ მეტს არაფერს იმსახურებთ!" - აღნიშნა უგულავამ.
ცნოისთვის, ერთი კვირის წინ უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა.
ფოთის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც უგულავა აღნიშნავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გამოჯანმრთელებამდე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებდა.