ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას და ამბობს, რომ 2012 წლის მერე ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ესეც სააკაშვილის ფაქტორი: 2012 წლის მერე ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს. ეს შეუქცევადი პროცესია და სჯობს ხელისუფლებამ გაიაზროს დიდი შერიგების ინიციატივა.
P.S. თუმცა, ეს ხალხი რუსთაველზე არა მარტო სააკაშვილმა, არამედ "ოცნების" უგუნურებამ, სიხარბემ, ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა მმართველობამ შეჰყარა!" - წერს ლაგაზიძე.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგდეს ბათუმის ტრაგედიით გარდაცვლილებს.
ამის შემდეგ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოვიდნენ და მუსიკალური ნომერები შეასრულეს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
აქციაზე გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის წერილიც, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას პუტინის რუსეთისკენ ქვეყნის სვლა და ყველამ ერთად საქართველო უნდა დააბრუნოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.