ავტორი:

ბილ კლინტონი კლინიკაში მოათავსეს - რა დაემართა აშშ-ის ექსპრეზიდენტს და რას აცხადებენ ექიმები

ბილ კლინტონი კლინიკაში მოათავსეს - რა დაემართა აშშ-ის ექსპრეზიდენტს და რას აცხადებენ ექიმები

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი კალიფორნიის კლინიკაშია მოთავსებული. მედიის ცნობით, მიზეზი არის ინფექცია, თუმცა საქმე არ ეხება კორონავირუსს.

როგორც BBC-ი წერს, კლინიკაში ბილ კლინტონი გასულ შაბათს მოათავსეს, ის ახლა თავს უკეთ გრძნობს და კარგ ხასიათზეა.

ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია კონკრეტულად რა დაავადება აწუხებს 75 წლის კლინტონს. აღსანიშნავია, რომ მას წარსულში გულის პრობლემა ჰქონდა.

ექიმების განცხადებით, კლინტონი იღებს ანტიობიოტიკებსა და სითხეებს. გარდა ამისა, მასზე გრძელდება დაკვირვება.

ექიმების განცხადებით, კლინტონის ორგანიზმი კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე და სავარაუდოდ, მალე სრულად გამოჯანმრთელდება. მედიკოსების ვარაუდით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სახლში მალე გაწერენ.