ავტორი:

"არა მგონია,  რომ ნორმალურები არიან,  მითუმეტეს,  მათი ბელადი. ციურიხში არის  ფსიქიატრიული კლინიკა და ხანდახან კონსულტაციებზე უნდა იარონ" - რობერტ სტურუა "ნაციონალებზე"

"არა მგონია,  რომ ნორმალურები არიან,  მითუმეტეს,  მათი ბელადი. ციურიხში არის  ფსიქიატრიული კლინიკა და ხანდახან კონსულტაციებზე უნდა იარონ" - რობერტ სტურუა "ნაციონალებზე"

რეჟისორი რობერტ სტურუა ამბობს, რომ ის კოლეგებად აღარ თვლის ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის კამპანიას შეუერთდნენ და შესაბამის პეტიციას ხელი მოაწერეს. სტურუას თქმით, ის ამ ადამიანებს აღარ მიესალმება. აღნიშნულის შესახებ რეჟისორმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ორი რამ არის ჩვენთან კატასტროფული. პირველი - ქართველების ნაწილს აღარ უყვარს თავისი სამშობლო, მეორე - ცოტა არაადეკვატურები ვართ. ეს მაქსიმალურად გამოიხატება "ნაციონალებში“. როცა ვუყურებ ("ნაციონალებს), არა მგონია, რომ ისინი ნორმალურები არიან, მითუმეტეს კი, მათი ბელადი. ციურიხში არის "ზიგმუნდ ფროიდის“ სახელობის ფსიქიატრიული კლინიკა და იქ ხანდახან კონსულტაციებზე უნდა იარონ.

ასეთი სიგიჟე არცერთ ქვეყანაში არ მინახავს. შეწუხებული ვარ... რატომ... ქართველები დარბაისელი, რაინდული, ზრდილობიანები ვართ და უეცრად ასეთი აფეთქება.

  • ხალხი ბრბოა, ზოგი ბრბოა და ზოგი განათლებული. ამიტომ, მე მოვუწოდებ ადამიანებს ცოტა კარგად გაერკვნენ, რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე.

პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარეში“ ისეა არეული ყველაფერი, რომ ვერ გაერკვევი, სადაა ბოროტება და სად სიკეთე. ჩვენც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვართ. ხალხი დაბნეულია, მაგრამ ამას ლაპარაკი არ შველის. ჩვენ აქ ვილაპარაკებთ ვილაპარაკებთ და მოvლენები თავისით გაგრძელდება.

(ხელოვნების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ) ჩემი კოლეგები აღარ არიან, მე იმათ აღარ მიველასმები.

37 წელს ბოროტების უფრო დიდმა ძალამ, როგორიც იყო იოსებ სტალინი და მისი მოწაფე ლავრენტი ბერია, გაითვალისწინეს, რომ ინტელიგენციაში არის მხდალი ხალხი, რომელიც გაყიდის საკუთარ მეგობრებს, უდიდეს პოეტებს.

თქვენ იცით, რა წერილები დაიწერა ჯავახიშვილის, ტაბიძის წინააღმდეგ. ესენი მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. 5 წელი გავა და შერცხვებათ, მაგრამ ხელმოწერები ხომ დარჩება იქ, ქაღალდზე? ! თუ დარჩებათ სინდისი, ძალიან ინანებენ. ნიჭი კომპრომისს ვერ ეგუება, თუ რაღაც კომპრომისი ჩაიდინე, ნიჭი პატარავდება და პატარა კურ**ად იქცევა და გადის სადღაც", - ამბობს რობერტ სტურუა.