ავტორი:

"პატიმრები,  რომლებიც რუსთავის  ციხეში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ" - ადვოკატი მომხდარის დეტალებზე

"პატიმრები,  რომლებიც რუსთავის  ციხეში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ" - ადვოკატი მომხდარის დეტალებზე

"პატიმრები, რომლებიც რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ" - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადვოკატმა განუცხადა.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ციხიდან მსჯავრდებულმა ოჯახის წევრს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

მომხდარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.