ავტორი:

"ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი,  რა ხდებოდა აქციაზე" - ალეკო ელისაშვილი

"ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი,  რა ხდებოდა აქციაზე" - ალეკო ელისაშვილი

"ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა," - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ ეთანხმება არავის აზრს, მათ შორის, არც ევროპარლამენტარების, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

"არ მინახავს ევროპარლამენტარების ნათქვამიც, რა ვქნა, გუშინ მთელი დღე სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული ჩემს მეგობრებთან ერთად, დღეს დილიდან კი ეგრევე კომიტეტზე მოვედი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია ასე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს მოსაზრება სასულიერო პირების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, "ყველა ადამიანი თავის არჩევანში და პოზიციაში თავისუფალია, მათ შორის, სასულიერო პირიც“.