ავტორი:

"სჯობდა გიგი უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით" - გია ვოლსკი

"სჯობდა გიგი უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით" - გია ვოლსკი

სჯობდა, გიგი უგულავას საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაში გიგი უგულავას მონაწილეობას.

ვოლსკის თქმით, თუ ექიმმა გიგი უგულავას რეკომენდაცია მისცა, „მისი რენომესთვის სჯობდა არ მიეცა, ისეთი სისულელეები ილაპარაკა“.

„სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა კოვიდრეგულაციები, ეს არ ვიცი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.