ავტორი:

"შესაძლოა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც სიკვდილით მთავრდება... შიმშილი დიდი რისკია" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

"შესაძლოა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც სიკვდილით მთავრდება... შიმშილი დიდი რისკია" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ შიმშილობა ექსპრეზიდენტისთვის დიდი რისკია.

მისი თქმით, სააკაშვილს შესაძლოა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც სიკვდილით მთავრდება.

"შიმშილობა სააკაშვილისთვის არის ძალიან დიდი რისკი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილზე დიდი შესაძლებლობაა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ძალიან უეცრად მთავრდება სიკვდილით.

შიმშილი ბიპოლარული/ ციკლოთიმიური მდგომარეობის ადამიანებში ასტიმულირებს ადრენალინის და სეროტონინის დიდი ოდენობით გამოყოფას. ადამიანი პირველ ეტაპზე შიმშილის მიუხედავად თავს გრძნობს ძალიან კარგად (სეროტონინის ეფექტი) და როცა თავს კარგად ვეღარ გრძნობს, ეს უკვე მაშინ ხდება, როცა კარგავს გონებას და დგება სეროტონინ სინდრომი, რაც გულის გაჩერებას იწვევს…

ხშირია, როდესაც ზემოთაღნიშნული მდგომარეობის მისდიაგნოსტირება ხდება და ექიმს მხედველობიდან ეპარება სეროტონინ სინდრომის დადგომის წინა მდგომარეობა. დიდი ალბათობით მგონია, ზუსტად მისდიაგნოსტირებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამბობს, რომ მაგარი ორგანიზმი აქვს და უარესს მოელოდა… ,,მაგარი,, სეროტონინ ეფექტია და საშიშია" - წერს კუკუნაშვილი.