ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის "მასტერსის" ფინალშია - ჩოგბურთელის პირველი კომენტარი ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის "მასტერსის" ფინალშია - ჩოგბურთელის პირველი კომენტარი ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ

ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ამერიკელი ტეილორ ფრიცი 7:6, 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა.

ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი ორ სეტში დაამარცხა. ფინალი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

ფინალში გასვლის შემდეგ ნიკოლოზმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა. მან თქვა, რომ ინდიან-უელსის ფინალში თამაში მისი კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტია.

"ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ინდიანა უელსის ტურნირს მეხუთე დიდი სლემის ტურნირს ეძახიან, ეს არის ჩოგბურთის პიკი. ჩემთვის ფინალი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ჯერჯერობით და იმედი მაქვს, რომ ფინალში კარგი თამაში მექნება.

კამერონ ნორი ძალიან საინტერესო ჩიგბურთელია. დღეს შევისწავლი ზუსტად როგორ თამაშობს, ძალიან უხერხული მოთამაშეა, მაგრამ თუ მოვახდენ ფოკუსირებას ჩემს თამაშზე, შედარებით არ დავისტრესები, არ ვიქნები დაძაბული, კარგი თამაშის ჩვენება შემიძლია" - ამბობს ბასილაშვილი

ცნობისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.