ავტორი:

"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

უკრაინის რადას დეპუტატი და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი, ლიზა იასკო იუბილარია. უკრაინელ პოლიტიკოსს დღეს 31 წელი შეუსრულდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. იასკო წერს, რომ გასული წელი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც როგორც პოლიტიკოსი, გაიზარდა, ამასთან ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია მისი სიყვარული უკრაინის მიმართ.

"დღეს 31 წლის გავხდი. ყოველ წელს გამოწვევები და სირთულეები იზრდება. არ ვიცი, რატომ არის ასეთი ინტენსიური, თუმცა ყოველთვის მზად არ ვარ მათ მისაღებად. გზას ვაგრძელებ. ვიცი, რა მინდა, მე ვიცი, რისი მჯერა. მჯერა სიყვარულის, მჯერა სიმართლის, მჯერა უკრაინის. ამბობენ, რომ პოლიტიკა სქელკანიანი ადამიანებისთვისაა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები", - წერს იასკო.

ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკა შეგრძნებებს უნდა ემყარებოდეს, რადგანაც მათ გარეშე ვერ იგრძნობ, თუ რა აწუხებს საზოგადოებას.

"გასული რამდენიმე კვირა ძალიან რთული იყო, იცის საზოგადოებამ კრიზისული სიტუაციის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტად დავიწყე მედიისა და კომუნიკაციის ხელოვნების გამოყენება, რადგან მე ნამდვილად მჯერა ამის. მოხარული ვარ, რომ დავიწყე უკრაინის რეგიონებში მოგზაურობა, ურთიერთობა სამხედროებთან და სხვადასხვა ეთნიკური თემის წარმომადგენლებთან. ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთ წელიწადში პოლიტიკური თვალსაზრისით გავიზარდე", - წერს ლიზა იასკო.

  • გარდა ამისა, უკრაინელი პოლიტიკოსი აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს და წერს, რომ ისურვებდა დაბადების დღე მასთან ერთად გაეტარებინა.

"ვისურვებდი, რომ განსხვავებული სიტუაცია ყოფილიყო, ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე. იყავი ყოველთვის თბილი, ბედნიერი, საინტერესო და ჰარმონიული, როგორიც ხარ ყოველთვის, როცა ერთად ვართ.

მჯერა, რომ ეს საშინელი სიტუაცია მალე შეიცვლება და ერთად გატარებული მომენტები კვლავ ჩვენი ცხოვრების ნაწილი იქნება", - წერს იასკო.

ფოტოები, რომლებსაც იასკო აქვეყნებს, წელიწადის სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მათზე ჩანს, თუ როგორი ბედნიერები არიან ის და მიხეილ სააკაშვილი ერთად.

ცნობისთვის, საქართველოში დაბრუნებული ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად არიან..