ავტორი:

"ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია... ავიცრათ ერთმანეთისთვის, სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება" - ამირან გამყრელიძე

"ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია... ავიცრათ ერთმანეთისთვის, სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, "მძიმე ნოემბერი" გველის. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"ეპიდსიტუაცია სერიოზულად უარესდება. ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. იცავს პირბადე.

მეორე - დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს. წავიდეთ და ავიცრათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება, ვის უნდა ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი?!

1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.