ავტორი:

ზუსტად ისეთი, როგორიც დაიანა - ფოტოები სერიალ "გვირგვინის" ახალი სეზონის გადასაღები მოედნიდან და წარმოუდგენელი მსგავსება მსახიობსა და პრინცესას შორის

ზუსტად ისეთი, როგორიც დაიანა - ფოტოები სერიალ "გვირგვინის" ახალი სეზონის გადასაღები მოედნიდან და წარმოუდგენელი მსგავსება მსახიობსა და პრინცესას შორის

"ნეტფლიქსის" პოპულარული სერიალი “გვირგვინი”, რომელმაც საუკეთესო დრამის კატეგორიაში ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოიპოვა, 2022 წლის ნოემბერში მაყურებელს მეხუთე სეზონით დაუბრუნდება. “გვირგვინმა” დღის სინათლე პირველად 2016 წლის 4 ნოემბერს იხილა და მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული.

ყველაფერთან ერთად, ის "ნეტფლიქსის" ყველაზე ძვირადღირებული სერიალიც გახდა. თითო ეპიზოდის ბიუჯეტი 5 მილიონ ფუნტს აღწევს, საერთო დანახარჯი 4 სეზონის განმავლობაში კი, 120 მილიონ ფუნტს აღემატება.

“გვირგვინის” პირველი სერია არ იყო ჯერ გამოსული, რომ მის შემქმნელებს უკვე მომდევნო ორი სეზონის გადაღება დაუგეგმავთ, რადგან სატელევიზიო სივრცეში სერიალის წარმატებაზე ეჭვი არავის ეპარებოდა. შოუს პირველი სეზონი ფოკუსირდება დედოფალ ელიზაბეტ II-ის პოლიტიკურ და პირად ურთიერთობებზე. ახალგაზრდა დედოფლის როლს ინგლისელი მსახიობი კლერ ფოი ასრულებს. პირველი სეზონი სამეფო კარზე 1955 წლამდე მომხდარ ამბებს ასახავს. მომდევნო სეზონები 1956-დან 1990 წლამდე პერიოდს.

ემა კორინი პრინცესა დაიანას როლში

მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟები, პრინცესა დაიანა და პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი სერიალის მეოთხე სეზონში გამოჩდნენ. 29 წლამდე ასაკის პრინცესა დაიანას როლს ამ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელი მსახიობი, ემა კორინი ასრულებს. მსახიობი დაიანას გულუბრყვილო და ლაღი ხასიათის ჩვენებას უბადლოდ ახერხებს, თუმცა ამავდროულად, წარუმატებელი ქორწინების გამო წარმოქმნილ ფსიქოლოგიური პრობლემების ნიუანსებსაც წარმოაჩენს.

რაც შეეხება მეხუთე სეზონს, გადაღებები 2021 წლის ივლისში დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ სეზონში ლედი დის როლს მსახიობი ელიზაბეტ დებიკი შეასრულებს. პრესის და მაყურებლების ინტერესი უკვე პიკს აღწევს. ამის მთავარი მიზეზი გადასაღები მოედნიდან გავრცელებული ფოტოები გახდა, სადაც პრინცესა დაიანას და ელიზაბეტ დებიკის უდავოდ დიდი მსგავსება ჩანს.

თქვენი აზრით, რომელ ფოტოზე ხედავთ ნამდვილ პრინცესას?

პირველი ფოტო სერიალის გადასაღები მოედნიდანაა, მეორეზე კი რეალურ ლედი დის ხედავთ

ძნელი წარმოსადგენი არაა რამდენად დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს მსახიობი დაიანას როლზე დამტკიცების შემდეგ, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მის წინამორბედს, ემა კორინს, როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქროს გლობუსიც კი ხვდა წილად.

როგორც ცნობილია, 2017 წელს, პრინც ედვარდის და მისი მეუღლის თხოვნით, დედოფალმა ელიზაბეტმაც კი უყურა "ნეტფლიქსის" “გვირგვინს” და ძალიან მოეწონა, თუმცა დედოფლის აზრით, სერიალში ბევრი რამ დრამატიზებული იყო.

სერიალის მეხუთე სეზონის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მაყურებლის გაოცება მოჰყვა მსახიობ იმელდა სტაუტონისა და დედოფალ ელიზაბეტის მსგავსებასაც. მსახიობს ფოტოზე ყვითელი კაბა და მონარქის “საფირმო” დახვეული თმა ამშვენებს.

მოამზადა ანა სიბოშვილმა