ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო სინოვაკისა და სინოფარმით აცრილი ადამიანებისთვის სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ჯერჯერობით ე.წ. ბუსტერ დოზის მიღება საჭირო არ არის.
"სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის ფაიზერით ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.
დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!
როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს, აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.
ახლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე", - წერს ბიინა კულუმბეგოვი.