ავტორი:

"მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი" - რას ამბობს კელი დეგნანი სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

"მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი" - რას ამბობს კელი დეგნანი სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

"ვაშინგტონიც და აშშ-ის საელჩოც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ელჩმა ასევე არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე პერიოდი იყოს მშვიდი.

"ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებას აქცევს სააკაშვილთან დაკავშირებულ მდგომარეობას, მის სიტუაციას. ასევე, ვაშინგტონი და აშშ-ის საელჩო ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მის გარშემო არსებულ მოვლენებს.

მიმაჩნია არსებობს სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე მოხდეს, პროგრამების გაცნობის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.