ავტორი:

მკვლელობა თბილისში - ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

მკვლელობა თბილისში - ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

თბილისში, საბურთალოზე ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.