ავტორი:

მოდა და თავისუფლება

მოდა და თავისუფლება

მოდა თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტია. მეტიც, ეს არის განაცხადი საკუთარი იდენტობის შესახებ. საშუალება, რომ თავისუფლად გამოვხატოთ საკუთარი თავი.

მოდის ისტორია უამრავ ლეგენდარულ დიზაინერს აერთიანებს, რომლებმაც თავისუფლების იდეით შექმნეს ნამუშევრები და ისინი მოგვიანებით მათ სავიზიტო ბარათად იქცა:

კოკო შანელი - მან ქალები კორსეტებისაგან გაათავისუფლა, მოკლე ვარცხნილობების ტარებისა და გარუჯვის თავისუფლება მიანიჭა მათ.

ივ სან ლორანი - მან ქალბატონებს მამაკაცური შტრიხების მქონე სამოსი მოარგო და გაათავისუფლა საზოგადოება სტერეოტიპული დამოკიდებულებისაგან, ქალისა და მამაკაცის სამოსთან დაკავშირებით.

მცირე მაგრამ თავიანთი წილი ისტორიისა უკვე დაწერეს მსოფლიო მოდაში ქართველმა დიზაინერებაც.

დემნა გვასალია - 2019 წლის მისი კოლექცია სრულიად მიეძღვნა საქართველოს და 2018 წლეს ჩატარებულ რეიდებს ღამის კლუბებში, რაც თავის მხრივ გამოხატვის თავისუფლებისთვის ერთად ბრძოლის მესიჯს ატარებდა „we dance together, we fight together”.

თავისუფლება ქართულ მოდაში წარმოუდგენელია „ქროსთის“ გარეშე. პრემიუმ კლასის ფეხსაცმელების ქართული ბრენდი თავისუფლებისა და სტილის გზაჯვარედინია (CROSTY – Crossroad of Freedom & Style). ქროსთის თავისუფლება მისი შემქმნელების, ძმები გიორგი და შოთა მიქაიებისთვის თავისუფლების შეგრძნების გამოხატულებაა. ბრენდის კონცეფცია საქართველოთი და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიითაა შთაგონებული.

სნიქერი ფრაზით „თავისუფლება“ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. მსოფლიო დონის ვარსკვლავები - სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცენეგერი, კლეი ტომპსონი და სხვები ქართულ „თავისუფლებასაც“ სიამოვნებით ატარებენ.

ქროსთი მისი უახლესი პროდუქტით ამჯერად არჩევანის თავისუფლებას გამოეხმაურა და მომხმარებელს სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა. აჩუქო თავისუფლება ძნელია, მაგრამ არჩევანის თავისუფლება დაუფასებელი.

NS