ავტორი:

"არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი" - რა განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან უელსის მასტერსის" ფინალში წაგების შემდეგ?

"არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი" - რა განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან უელსის მასტერსის" ფინალში წაგების შემდეგ?

"ინდიან უელსის მასტერსის" ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) ბრიტანელ კამერონ ნორისთან (26) 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომები დაუშვა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.

ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში წაგების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი, ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი". გააგრძელეთ კითხვა