შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით და პოლიცია ყველა ვერსიაზე, ყველა მიმართულებაზე, რაც შეიძლება ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, აქტიურად მუშაობს.
"მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ.