ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის "მასტერსის" ფინალში გავიდა და ფინალში ის ქემერონ ნურის დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში კი საბოლოოდ, მატჩი დათმო. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზისთვის ეს ისტორიული დაპირისპირება იყო, რადგანაც ასეთი დონის ტურნირის ფინალში აქამდე არ უთამაშია.
"ჩემო სიყვარულო, შეუძლებელია უფრო მეტად ამაყი ვიყო შენით. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ჩვენ გვსურდა. შეგიძლია, იამაყო საკუთარი თავით. აღფრთოვანებული ვარ შენით, რადგანაც ყოველთვის ფიქრობ პოზიტიურად, ყოველთვის გჯერა და არასდროს ნებდები, არასდროს წყვეტ ბრძოლას.
კრიტიკას, სხვების მოსაზრებებს, შიშებს არ აძლევ საშუალებას, რომ გმართონ. არასდროს მინახავს ადამიანი ყოველდღე შენსავით შრომობდეს და სწორედ ეს თვისებაა შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსიც და ყველაზე მკაცრი მწვრთნელიც.
გარშემომყოფებისთვის ყოველთვის სახეზე ღიმილი მოგაქვს, ყოველთვის ზრუნავ საყვარელ ადამიანებზე. და საკუთარ თავს ყოველთვის ბოლო ადგილას აყენებ.
შენ ხარ იმის მტკიცებულება, რომ ბევრ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგი. სამაგალითო ხარ. ვინც გიცნობს, მათ იციან, რა განსაკუთრებული ადამიანი ხარ, რა შესანიშნავი სული გაქვს. მიყვარხარ“, - წერს შარლოტა.