ავტორი:

"ფარული ვნების" ახალი სეზონის პირველი კადრები - მსახიობების ემოციური შეხვედრა და სიურპრიზი ფანებს (ფოტო, ვიდეო)

"ფარული ვნების" ახალი სეზონის პირველი კადრები - მსახიობების ემოციური შეხვედრა და სიურპრიზი ფანებს (ფოტო, ვიდეო)

მართალია, ლათინო ამერიკული ტელენოველები ქართულ ტელესივრცეში თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ქართველებს ლათინო ამერიკელი გმირებისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ.

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, თუ როგორ გადაგვატანინეს ხუანმა, კანადრამ, მონიკამ და სხვა გმირებმა ბნელი 90-იანები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ტემპერამენტი, ინტრიგები და ვნებიანი სიყვარული მოენატრა, კარგი სიახლე გვაქვს. პოპულარული სერიალი, "ფარული ვნება“ მეორე სეზონით ტელეეთერს დაუბრუნდება.

ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ახლა კი უკვე ოფიციალურად დადასტურდა და უფრო მეტიც, "ტელემუნდომ" "ფარული ვნების" მსახიობების შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ncwiao5j5PM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ვიდეოდან ჩანს, რომ ისინი თითქმის არ შეცვლილან და ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

როგორც ცნობილია "ფარული ვნების" ახალ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელი, მიშელ ბრაუნი. მსახიობმა ინფორმაცია ამის შესახებ თავადვე გაავრცელა.

"ტელემუნდო" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ახალ თავგადასავლებს კვლავ ძველი სამსახიობო შემადგენლობა წარმოგვიდგენს, მათ შორის, მარიო ჩიმარო, დანა გარსია, ხუან ალფონსო ბაპტისტა, ნატაშა კლაუსი, პაოლა რეი და სხვები. პრემიერა კი მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.