ავტორი:

"საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ - ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ" - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

"საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ - ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ" - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

"ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა - როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე, ეს შეიძლება ფართო მასშტაბის იყოს სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეიცავს თუ არა სიძულვილის ენას ვიდეო, რომელიც მმართველმა გუნდმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოაქვეყნა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის“ "მძიმე ცოდვები“ უნდა გაიხსენოს.

"როგორც ჩანს, გვიწევს, "ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე ეს შეიძლება ფართო მასშტაბის იყოს სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ. ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ.

ასევე ხედავთ ციხესთან გამართულ აქციას, სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი, იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველით“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტია "ქართული ოცნების“ "ფეიბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სახელწოდებით "დავასრულოთ "ნაცები“! "ნაცობა სირცხვილია“.