"ფლეიბოივით" სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის, ეს არ არის მერობა", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დედაქალაქის ახლანდელ მერზე კახა კალაძეზე საუბრისას "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.
"ის რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, უბრალოდ, ადამიანური ტრაგედია იყო, სახედაკარგული, ძალაუფლებას მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს, ვაიმე დედა, რა მეშველება.
ახალი პლაკატები ვნახე, გამოუკრია, რამეს კონკრეტულს ჰპირდება?! ეს მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე "ფლეიბოივით" სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის, ეს არ არის მერობა, მერობა არის უამრავი გაჭირვებული ადამიანის თანადგომა, უამრავი გაფუჭებული, დაძველებული, თუ ავარიული, თუ ათასი რამის გაკეთება", - ამბობს უგულავა.
ნახეთ ვიდეო: