ავტორი:

"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

ალექსანდრა პაიჭაძემ გუშინ 20 წლით უფროსი საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა. ბიზნესმენი დავით კოდუა უკვე ერთი წელია, რაც მოდელთან და ტელესახესთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ალექსანდრამ განაცხადა.

სკანდალური "ლავსთორის" შესახებ მეორე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ. ალექსანდრა ასევე წარმატებული ინფლუენსერია და "ინსტაგრამზე" 220 ათასი გამომწერი ჰყავს. როგორც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, მისი და კოდუას ფოტოები, სთორიში 200 ათასმა ადამიანმა ნახა. წყვილი ნოემბერში საერთო შვილს, გოგონას ელოდება.

Ambebi.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელესახე ამბობს, რომ ასაკობრივი სხვაობა პრობლემას არ უქმნის და მალე ქორწილსაც დააანონსებს.

- ალექსანდრა, დიდხანს მალავდით საყვარელ მამაკაცს, მალე ბავშვს ელოდებით და საზოგადოებას უკვე თქვენი მეორე ნახევარიც გამოუჩინეთ...

- ფაქტის სახით მე ვავრცელებდი, როგორი შეყვარებულიც ვარ! 1 წელია, ერთად ვცხოვრობთ. 2 წელია ერთად ვართ. ჩემთვის ნომერ პირველი მამაკაცია, ღირსეული თვისებების, ადამიანობის, სულგრელობის და კეთილი გეგმების გამო. ასევე იმიტომ რომ უდიდესი სტიმული მომცა, მისი დეპრესიული და სტრესული ცხოვრება გამელამაზებინა და გამეხალისებინა, ადამიანის ტრანსფორმაცია ყოველთვის მაინტერესებდა და სიყვარულში ამის კეთება ნამდვილი სასწაული ყოფილა. 50 წლის ასაკში ასეთი საოცარი გამოცდილება ნებისმიერმა ინატროს…

მითუმეტეს ასეთ დაკონსერვებულ ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთზე ჭორაობს, ქილიკობს და სეირს უყურებს. მე ვიცი, რომ ყველა სტერეოტიპს დავამსხვრევ რაც ჩვენ ცნობიერში ჩაბეჭდა წლებმა. ამას გულით ვგრძნობ, რომ ძლიერი მამაკაცი დავიმსახურე და ჩემს გვერდით უფრო ძლიერი გახდება. ვგიჟდები მის ენერგეტიკაზე და ემოციურ ასაკზე, რომელიც ჩემსას ემთხვევა!

- ფოტოებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნე, დაწერე მისის და მისტერ კოდუა, ოფიციალურად დაოჯახების შემდეგ, მეუღლის გვარზე ხომ არ აპირებ გადასვლას?

- კი, კი, ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ მალე. გვარზე არ გადავალ, მაგრამ მივიწერ სიამოვნებით - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები.