ავტორი:

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" - როგორ პასუხობს კახა კალაძე ნიკა მელიას გამოწვევას?

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" - როგორ პასუხობს კახა კალაძე ნიკა მელიას გამოწვევას?

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, მისი ოპონენტის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასთან შეთავაზებას ღია დებატებთან დაკავშირებით.

კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება, მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.