ავტორი:

იაპონიაში,  ვულკანის ამოფრქვევის გამო,  განგაშის მე-3 დონე გამოაცხადეს  -  ფოტოები  კუნძულ კიუსიუდან

იაპონიაში,  ვულკანის ამოფრქვევის გამო,  განგაშის მე-3 დონე გამოაცხადეს  -  ფოტოები  კუნძულ კიუსიუდან

"იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა", - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ვულკანური ფერფლი ჰაერში 3 500 მეტრ სიმაღლეზე აიჭრა.

მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, მთას არ მიუახლოვდნენ.

მთა ასოზე ვულკანის ამოფრქვევა ბოლოს 2019 წელს მოხდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა არ დაღუპულა.