ავტორი:

ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო? - ხათუნა ზახაშვილი განმარტება

ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო? - ხათუნა ზახაშვილი განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, საზოგადოების რა ნაწილისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო.

როგორც ზახაშვილი აღნიშნავს, წელს სახელმწიფომ გრიპის 200 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა. მისივე განცხადებით, დღეიდან გრიპის ვაქცინა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

„მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ გრიპის 4-ვალენტიანი 200 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათ ეს ვაქცინა წელს, ტრადიციულად, უფასოდ მიეწოდებათ. ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალეზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ასევე ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზევით ასაკის ნებისმიერი ადამიანი.

წელს ამ ადამიანებისთვის ვაქცინა იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. მათ შეუძლიათ ყველა იმ პუნქტს მიმართონ, სადაც გრიპის ვაქცინებია განლაგებული და მიიღონ ეს მომსახურება“,- განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველა იმ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, სადაც ზოგადად, ვაქცინაცია ტარდება.

„გრიპის ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ პოლიკლინიკაში, რომელიც სტანდარტულად ატარებს ვაქცინას. ხშირ შემთხვევაში ეს განსხვავდება კოვიდ ვაქცინაციის ცენტრებისგან და ვიმედოვნებთ, რომ სპეციფიური რიგებისგან სისტემა დაცული იქნება“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.