ავტორი:

"აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა - ვილაპარაკოთ სიკეთეებზე" - ირაკლი ღარიბაშვილი

"აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა - ვილაპარაკოთ სიკეთეებზე" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ, სიკეთეებზე, პროექტებზე, აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა, არ არის საინტერესო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე იზრუნებენ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პატიმრების.

ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრივილეგიით ვერ ისარგებლებს, რადგან „ყველა დაემორჩილება კანონს.“

„ჩვენ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ, სიკეთეებზე, პროექტებზე, აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა, არ არის საინტერესო. ჩვენ სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის უფლება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ჩემი დავალებით შეიქმნა ეს ჯგუფიც, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი - ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზე, როგორც პატიმარზე იზრუნონ. შიმშილობის ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ ყოფილა ციხეებში. როგორც უდგებიან და ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ასევე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არცერთ პატიმარს. კაცი, რომელიც იყო პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა კანონისთვის და არ უნდა გადმოეკვეთა ასე ქურდულად საზღვარი. მას თუ ჰქონდა ელემენტარული კაცობა და ვაჟკაცობა, შემოსულიყო ჩვეულებრივ ღიად ჩვენს ქვეყანაში. მე არაფერს ვიკადრებ, რომ მოსახლეობა მოვატყუო, განსაკუთრებით სააკაშვილის და მათი ამ შოუში ჩართული ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, ექიმები ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი მკურნალობა, ზრუნვა, ისეთი როგორიც აქვს სხვა ნებისმიერ პატიმარს, არავითარი პრივილეგია არ ექნება არავის ამ ქვეყანაში, ყველა დაემორჩილება კანონს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.