ავტორი:

აპლიკაცია, რომელიც სარემონტო მასალების შერჩევასა და შეძენას გაგიმარტივებთ

აპლიკაცია, რომელიც სარემონტო მასალების შერჩევასა და შეძენას გაგიმარტივებთ

ყველა ფასდაკლება, მეტი ინფორმაცია, დაგეგმვისა და შერჩევის სიმარტივე – ეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ მობილური აპლიკაციაა. მისი საშუალებით სამშენებლო და სარემონტო მასალების შერჩევა და შეძენა ბევრად უფრო მარტივი, მოსახერხებელი და ეკონომიურია. მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია, რომ 12 000 კვ. მ.-ზე განთავსებული 60 000 დასახელების შეთავაზებიდან სასურველი პროდუქტი მარტივად შეარჩიოს, შეადაროს ერთმანეთს და გამოითვალოს საბოლოო ღირებულება. აპლიკაციის მიზანია, რომ რემონტი სრულყოფილი სიამოვნება გახდეს და სარემონტო მასალების შერჩევის პროცესით გამოწვეულმა პრობლემებმა შედეგით მიღებული სიამოვნება არ შეამციროს.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე ანდროიდ სისტემაზე. ახლა კი მისი რამდენიმე ფუნქციის შესახებ შემოგთავაზებთ საინტერესო ინფორმაციას, რომ თავადაც დარწმუნდეთ, თუ რამდენად ამარტივებს ის რემონტის პროცესს.

შეარჩიე

აპლიკაციაში პროდუქციის შერჩევა მარტივია. ის საშუალებას გაძლევთ, რომ ცალკე კატეგორიაში დაათვალიეროთ ფასდაკლებული პროდუქცია, ასევე გაეცნოთ თითოეული პროდუქტის მახასიათებლებს და ასე მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო და 12 000 კვ.მ. სივრცეში სათითაოდ არ ეძებოთ სხვადასხვა კატეგორიის ფასდაკლებული პროდუქცია.

დაასკანერე

მეტი თვალსაჩინოებისთვის საყიდლების კალათა შეგიძლიათ აპლიკაციაში შექმნათ, რომელში პროდუქციის დასამატებლადაც შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტი დაასკანეროთ და ისე დაამატოთ კალათაში. QR სკანერის მეშვეობით შეძლებთ თქვენთვის სასურველი პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

გამოიძახე კონსულტანტი

ჰიპერმარკეტში ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით კითხვები თუ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პროდუქტის კოდი დაასკანერეოთ და მოითხოვოთ კონსულტანტის დახმარება.

აკონტროლე ფასი

ჰიპერმარკეტის აპლიკაციით კალათში მოათავსებთ სასურველ ნივთებს და მუდმივ რეჟიმში შეძლებთ ფასის კონტროლს. შეგიძლიათ, კალათა ჰიპერმარკეტშივე შექმნათ ან წინასწარ სახლში მოემზადოთ.

შეუკვეთე

აპლიკაციაში პროდუქტის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ ის შეუკვეთოთ ჰიპერმარკეტშივე ან სახლში მიტანის სერვისით ისარგებლოთ.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტში პროდუქციის შეძენის პროცესს მხოლოდ მობილური აპლიკაცია არ ამარტივებს. „მიჰაუსში“ რამდენიმე ათი ათასი დასახელების პროდუქტი 11 კატეგორიადაა დაყოფილი. ჰიპერმარკეტში ყველა კატეგორიას თვისი ფერი აქვს, როგორც იატაკზე, ისე ზედა მანიშნებლებით. ადგილზე მოქმედებს პლანშეტური სისტემაც. განთავსებულია დიდი ზომის სენსორული მონიტორები, რომლებიც ასევე უკეთესი შოპინგის შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს. ჰიპერმარკეტს ორივე მხრიდან უზარმაზარი საპარკინგე სივრცეც აქვს.

R