34 წლის ცირა ალიხანაშვილი კორონავირუსით ესპანეთში 2020 წლის მარტში გარდაიცვალა, თუმცა საქართველოში მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ქმარი, მამუკა ნაჭყებია საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს მიმართავს და ცირას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოჩანაწერს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"მივმართავ უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოს და საქართველოს მთავრობას, ესპანეთში საქართველოს კონსულს თხოვნით, რომ გადმომასვენებინოთ ცირა საქართველოში. როდესაც ესპანეთში ვიყავი, თქვენი გვერდით დგომით მივაღწიეთ, რომ ცირა არ დაგვეწვა, მადლობას გიხდით ამისთვის, მაგრამ დადგა ის დრო, როდესაც უკვე ჩემი შვილები დღე და ღამ მთხოვენ, რომ დედა ჰყავდეთ საქართველოში. მოგმართავთ თხოვნით, რომ ცირა ჩამომასვენებინოთ საქართველოში", - ამბობს ვიდეომიმართვაში მამუკა ნაჭყებია.
ცნობისთვის ახალგაზრდა ქალს საქართველოში მელანომა დაუდგინდა, რის გამოც "დედების ფონდმა" ის სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა. ესპანეთში კი კორონავირუსით დაინფიცირდა.
გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა.