ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს.დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი კლინიკა "ბმს"-ში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.