ავტორი:

მერი პოპინსი ბრუნდება!

მერი პოპინსი ბრუნდება!

ვის არ სმენია მერი პოპინსის შესახებ? - ზღაპრული ისტორია საოცარ ძიძაზე, რომელიც ციდან საჩუქარივით ჩამოფრინდა და აღსაზრდელი ბავშვებისა და მათი მშობლების ცხოვრებაში ჯადოსნური ამბები დაატრიალა.

ეს ამბავი პამელა ლინდონ ტრევერსის კალამს ეკუთვნის. მწერალმა თავისი ბავშვობის მოგონებები საკუთარ პრიზმაში გაატარა და უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით შექმნა გმირები, რომლებიც ყველა დროის მკითხველებს აყვარებენ თავს.

გმირები

წიგნის მთავარი გმირები პირველი გვერდებიდანვე იპყრობენ მკითხველის გულს.

  • მერი პოპინსი - ძიძა, ახალგაზრდა ქალი, მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ, ამასთანავე, კეთილი და სამართლიანი ჯადოქარი.
  • ჯეინი - უფროსი ბავშვი ოჯახში, პასუხისმგებლიანი, გულწრფელი, კეთილი გოგონა.
  • მაიკლი - ჯეინის ძმა, ცელქი და მოუსვენარი.
  • ბარბი და ჯონი - ტყუპები, ბენქსის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები.
  • მისტერ და მისის ბენქსები - კეთილი, მოსიყვარულე, მზრუნველი მშობლები.

პატარა მკითხველებისთვის განსაკუთრებული პერსონაჟია მერი პოპინსის მხიარული ბიძა, რომელიც სიცილის დროს დაფრინავს და ამ თავგადასავალში სხვებსაც იყოლიებს.

წიგნში მრავალი პერსონაჟია და ყველა მათგანს ინდივიდუალიზმი გამოარჩევს.

რას გვასწავლის წიგნი

ბავშვობა შესანიშნავი პერიოდია, რომელელიც წარმოუდგენელია ჯადოსნური ამბების გარეშე. წიგნი გვასწავლის, როგორ ვიყოთ კეთილები და სამართლიანები, გვჯეროდეს სასწაულების, როგორ მივიღოთ მსუბუქად ცხოვრებისეული სირთულეები და ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ დადებითი მომენტის პოვნა და მასზე ფოკუსირება.

„მერი პოპინსი“ ქართულად

გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და „დიოგენეს“ თანამშრომლობით პატარა ქართველ მკითხველს სასიხარულო სიახლე ელოდება. წიგნების სერია „მერი პოპინსი“ ქართულად გამომცემლობა „დიოგენემ“ თარგმნა. პირველი და მეორე ტომების თარგმანი ლელა დუმბაძეს, ხოლო მომდევნო სამი წიგნისა - ია კოროშინაძეს ეკუთვნის.

სერიის პირველი წიგნის შეძენა 28 ოქტომბრიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად ორ კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

მსოფლიო საბავშვო კლასიკის გმირი - მერი პოპინსი, ჩვეული სიხალისით შესძენს ჯადოსნურ ელფერს მშობლებისა და პატარების ცხოვრებას. ამბები, რომლებიც ამ წიგნებში ხდება, დიდებს ბავშვობის ტკბილ მოგონებებში დააბრუნებს, პატარებს კი უჩვეულო და მოულოდნელი თავგადასავლების კარს გაუხსნის.

წიგნი სპეციალურ ფასად 28 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში, პრესის გავრცელების ჯიხურებში და საიტზე: www.palitral.ge