ავტორი:

ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

მედიაში ვრცელდება მომხდარის გამო აღელვებული მსახიობის ფოტო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">A distraught Alec Baldwin, after being questioned in the shooting death of a crew member during filming of a new movie in NM. Baldwin is alleged to have fired the &quot;prop&quot; gun. No charges have been filed. Photo courtesy: Santa Fe New Mexican. <a href="https://twitter.com/cbs46?ref_src=twsrc%5Etfw">@cbs46</a> <a href="https://t.co/qZRwz6jEwi">pic.twitter.com/qZRwz6jEwi</a></p>&mdash; Rick Folbaum (@RickFolbaum) <a href="https://twitter.com/RickFolbaum/status/1451386952733929504?ref_src=twsrc%5Etfw">October 22, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს.

დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის დამატებით დეტალები უცნობია.

bolduini გამომძიებლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო "ფრანს-პრესს“ სანტა-ფეს შერიფის პრესსპიკერმა განუცხადა, რომ დაკითხვაზე ალეკ ბოლდუინი ნებაყოფლობით მივიდა.

"ის ნებაყოფლობით მოვიდა და გასაუბრების შემდეგ შენობა დატოვა“, - განაცხადა პრესსპიკერმა.